გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ოქტომბერი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

25-03-2018

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენრგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის(ნაწილობრივ), ორბელიანის მოედნის, აკაკი წერეთლის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის, წყნეთის ხევის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, კავსაძის, აბაშიძის, არაყიშვილის, თაქთაქიშვილის, გაბაშვილის, ყიფშიძის, მიქელაძის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, ნინო რამიშვილის, კერესელიძის, გაფრინდაულის, გვეტაძის, ყიფიანის, ვახუშტი ბაგრატიონის, დიდუბის, აგლაძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, ხაზინის, ფხოვის, თაბუკაშვილის, ფურცელაძის ქუჩების და ფერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის, გუმათჰესის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, ენგურჰესის, იდუმალის, ჭიჭინაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლები.


10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა თამარაშვილის გამზირის (ნაწილობრივ), 10 საათიდან 15 საათამდე პეტრე სარაჯიშვილის(ვაშლიჯვარი) ქუჩის, 12 საათიდან 17 საათამდე წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის(ნაწილობრივ) და მეველეს ქუჩის, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე დავით სარაჯიშვილის გამზირის და ლიბანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031