გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარია: „112“-მა მოგვცა საშუალება, ეფექტიანად გვემართა ვირუსის გავრცელების სისწრაფე

27-05-2020

„როდესაც ჯანდაცვის სისტემის შეფასება მოხდა და შიდა გადაცემამ სწრაფი ზრდა დაიწყო ჩვენ მივხვდით, რომ ჯანდაცვის სისტემის დასაცავად ინფიცირებულთა ზეწოლისგან უნდა გაგვეკეთებინა რამდენიმე ბარიერი. პირველი ბარიერი ეს იყო - 112, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

მისივე თქმით, ეს იყო ერთგვარი ფილტრი, ვირუსის გავრცელების სისწრაფის ეფექტურად სამართავად.

„მარტივად აეწყო ეს სქემა - ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ცხელება იღებდა ტელეფონს, მას ხვდებოდნენ გადამზადებული ოჯახის ექიმები და იმ შემთხვევაში, თუ მათი დიაგნოზით საჭირო იყო შემდგომი კონსულტაცია, ან არსებობდა რისკი Covid-19-ზე, მიყავდათ ცხელების კლინიკაში, სადაც ან უდასტურდებოდა მას ინფექცია და გადაყავდათ ინფექციურ კლინიკაში, ან არ უდასტურდებოდა და 24 საათის შემდგომ გადაყავდათ საკარანტინო ზონაში. ეს იყო ფილტრი, რომელმაც მოგვცა საშუალება, ეფექტიანად გვემართა ვირუსის გავრცელების სისწრაფე,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930