27-05-2020
როგორც კი გახდა შესაძლებელი 24 აპრილიდან ჩვენ შეზღუდვები ეტაპობრივად მოვხსენით, მიტანის სერვისები, ტრანსპორტი და მშენებლობები ამუშავდა . მინდა ყველამ გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო უკვე გაზაფხული, როდესაც კონკრეტული სასოფლო სამეურნეო სამუშაოები იყო ჩასატარებელი, არცერთი სამუშაო დღე სასოფლო სამეურნეო არ შეჩერებულა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, იმ რეგიონებში, სადაც კარანტინი მოქმედებდა, ადგილობრივების მიერ წარმოებული არცერთი სასოფლო სამეურნეო პროდუქტი იქ არ დარჩენილა და არ გაფუჭებულა.
„გარდა ამისა ჩვენს იმ რეგიონებში, რომელიც უფრო მაღალი რისკის შემცველი იყო, რომლის უბრალოდ კარანტინში გადაყვანაც მოგვიწია, არცერთი სასოფლო სამეურნეო პროდუქტი მოსახლეობის მოყვანილი იქ არ დარჩენილა და არ გაფუჭებულა. მთავრობამ უზრუნველყო, როგორც მათი მომარაგება, არამედ მათ მიერ მოყვანილი სასოფლო სამეურნეო პროდუქტების აგრარულ ბაზრებზე შემდგომ ორგანიზებულად ტრანსპორტირება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.