გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: საკარანტინო ზონები 22 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა

27-05-2020

საკარანტინო ზონების ნაწილში მინდა, ეკონომიკის სამინისტროს დიდი მადლობა გადავუხადო. ეს იყო იდეა, რომელიც დაიბადა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, როდესაც ჩვენ ელემენტარულად ვნახეთ, რომ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება ხდებოდა უზარმაზარი რისკი. ყველას გვახსოვს, ან შეიძლება დაგვავიწყდა, რადგან ეს ადამიანები უკვე გამოჯანმრთელდნენ და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, იტალიიდან შემოსული ინფიცირებულების რაოდენობა და იქ რამდენიმე მსხვილი კლასტერი, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან. ეს ხალხი დღეს ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს და ეს პირველ რიგში იყო ექიმების დამსახურება, მაგრამ ეს კლასტერები რომ არ გაზრდილიყო და ჩვენ სწრაფი და გაურკვეველი ტესტების პირობებში, უფრო დაზღვეული გვქონოდა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, მივიღეთ საკარანტინო ზონების შექმნის გადაწყვეტილება, როგორც ბუფერის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

მისივე თქმით, ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა, რომელსაც დღეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია იყენებს თავის პროტოკოლებში, თუ როგორ გახსნას ტურიზმი მსოფლიოს მასშტაბით.

„ამ ვირუსს აქვს 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდი და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა. ის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია იყენებს თავის პროტოკოლებში, საერთოდ როგორ გახსნას ტურიზმი მსოფლიოს მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, საკარანტინო ზონები ქვეყანაში გაიარა 22 000-ზე მეტმა მოქალაქემ და ისე, რომ არავინ არაფერი იცის. აქ ჩვენ გვყავს საკარანტინო ზონებში 4000-მდე მოქალაქე. ვერცერთი ადამიანი ვერ გამოდის დღეს ისე, თუ არ ჩაუტარდათ მათ PCR ტესტირება და ამ 3 თვის შრომის შედეგია ის, რომ დღეს უკვე ახალი ინფიცირების შემთხვევები ძირითადად მოგვდის საკარანტინო სივრცეებიდან. ადამიანები, რომლებიც თავის სამშობლოში მბრუნდებიან ან სახმელეთო, ან საჰაერო საზღვრით, სახელმწიფოს დახმარებით, არიან კომფორტულ პირობებში საკარანტინო ზონებში, რომლის დატოვების შემდგომ მათ უტარდებათ შესაბამისი ტესტირება და საჭიროების შემთხვევაში მათ უტარდებათ მკურნალობა. ამიტომ საკარანტინო ზონების შემქნა ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და სწორი ნაბიჯი და უნდა ვაღიარო, იყო ის შესაძლებლობა, რომელმაც მოგვცა შანსი, რომ გაურკვევლობის პირობებში, რომელიც შეეხებოდა სწრაფი ტექსტების ეფექტურობა-არაეფექტურობას, მათ შეძენას, მსოფლიოში უამრავი რიგის და ათასი შარლატანის გამოჩენას, რომლებიც ამ ტესტებს სთავაზობდნენ მთავრობას როგორც სამინისტროების, ისე დეპუტატების და ცალკე ბიზნესმენების დონეზე, ჩვენ ამაზე გააზრებულად ვთქვით უარი, რადგან გვქონდა მაღალი სტანდარტი PCR ტესტის და აბსოლუტურად ეფექტურად მომუშავე საკარანტინო ზონები,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930