გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ყველა სერვისი, რომელსაც ვაწვდით მოქალაქეებს, უნდა მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს

27-05-2020

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ის ღონისძიება, ყველა ის სერვისი, რომელსაც საქართველოს მთავრობა აწვდის თავის მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, უნდა მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ეს არ იყო და არ არის მარტივი.

„მესმის, რომ ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ამისთვის ჩვენ გვქონდა სრულად მობილიზებული, როგორც რუხის კლინიკა, ასევე გორის ჰოსპიტალი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაში, ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930