27-05-2020
„ბატონო პრემიერო, თქვენ რომ ამბობთ ის სენატორები ჩვენი ქვეყნის პარტნიორები არიანო, აი თქვენ გვერდზე რომ ზის, ქალბატონი წულუკიანი – ბოღმისა და სიძულვილის ელექსირი, მოხსნით თანამდებობიდან თავისი განცხადებების გამო?
თითებს ვიჭამდი უგულავა და ოქრუაშვილი რომ გამოვიდნენო. მოხსნით ამ განცხადებების გამო?“ – მიმართა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს, რაზეც გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ წულუკიანს არათუ მოხსნის, არამედ დააწინაურებს.