გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ჩვენ ვიყავით იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ეკონომიკა გვაძლევდა შესაძლებლობას

27-05-2020

ჩვენ ვიყავით ყველგან იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულია 12 720 ადამიანი და საქართველოს 21 198 მოქალაქეს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთავრობამ ადგილზე გაუწია დახმარება.

„მარტივ ციფრებს ვიტყვი - დღეს უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულია 12 720 ადამიანი. სახელმწიფოს დახმარებით, ორგანიზებულად, ეს ხებოდა ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან. 21 198 ადამიანს, საქართველოს მოქალაქეებს,, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთავრობამ ადგილზე გაუწია დახმარება. ეს ის ხალხის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური. დახმარების სახით მათ მიიღეს ბინის ქირის გადასახადი, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურება და სხვა. ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, საქართველოდან სამუშაოდ ასობით ათასი ადამიანია გასული და ეს არ მომხდარა არც გუშინ და არც დღეს, მაგრამ, როდესაც ასეთ ამბიციურ პროგრამებს ვაანობსებთ, ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანას აქვს შეზღუდული რესურსი და ჩვენი ამოცანა, როდესაც არ ვიცით და მსოფლიოში ვერავინ აკეთებს ზუსტ პროგნოზს იმასთან დაკავშრებით, რომ ეს პანდემია რა პერიოდით გაგრძელდება, როდის იქნება ვაქცინა, იქნება მეორე ტალღა თუ არა, ჩვენ კი არა უფრო ძლიერი, სისტემური სახელმწიფოები ხან მესამე და ხან მეოხე ტალღაზე საუბრობენ და ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის ის, რომ ის რესურსი, რომელიც მას გააჩნია, გამოიყენოს უაღრესად ეფექტურად და ხელმომჭირნედ. ჩვენ ვიყავით ყველგან იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს და ამერიკის მთავრობის ერთობლივი ღონისძიების შედეგად აშშ-დან 90 მოსწავლე იქნა აშშ-დან ჩამოყვანილი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ღონისძიებისთვის აშშ-ს მთავრობას მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს და ამერიკის მთავრობის ერთობლივი ღონისძიების შედეგად ჩვენ 90 ადამიანი, სკოლის მოსწავლე ჩამოვიყვანეთ აშშ-დან, მათ შორის, 30 სომხეთის მოქალაქე და ამ ღონისძიებისთვის მინდა აშშ-ს მთავრობას მადლობა გადავუხადო. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ღონისძიება, ესენი არიან ქართველი არასრულწლოვანი ქართველი ბავშვები, რომლებიც სხვადასხვა პროგრამით აშშ-ში იღებდნენ განათლებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930