გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: დღეს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა

27-05-2020


დღეს საქართველო ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას ეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც საქართველო პირველ ადგილზეც იყო.

„ 300 მილიონიც რომ ჩამოვაჭერით, კრიზისი რომ არ ყოფილიყო, ვერ ჩამოვაჭრიდით და გეტყვით, რატომ. ამ ხარჯების შემდგომი შემცირება პირდაპირპროპორციულია და დამოკიდებულია ბიუროკრატიის ხარისხზე. ახლა პირიქით პროცესი უნდა წავიდეს, შეიძლება ვიდავოთ ფიზიკურ რაოდენობაზე, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე ბიუროკრატიული ხარჯებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო დღეს არის მე-2 ადგილზე მსოფლიოში. პოლიტიკური მოტივი გავიგე, აშკარაა, კარგი თემაა, მეც ასე მოვიქცეოდი თქვენს ადგილას, ალბათ, მაგრამ ამის უკან შინაარსი არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930