27-05-2020
კომუნალური გადასახადების სუბსიდირება იყო ნაბიჯი, რომელიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ სწრაფად, სანამ სისტემურად სტრუქტურირებული იქნებოდა სოციალური დახმარება, ადამიანებს მივხმარებოდით, რათა მათი ჯიბიდან გასავალი შეგვემცირებინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ორი მიმართულება იყო, კომუნალური და კრედიტები.
„კომუნალური 3 თვეში მთავრდება, შემდგომ გაგრძელებაზე, ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ, ვნახოთ, ფინანსური შედეგი როგორი გვექნება. კრედიტის მომსახურეობის ნაწილში გაგრძელება იქნება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.