გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი მარგველაშვილი: პედაგოგებმა მოახერხეს თითქოს შეუძლებელი - ციფრულ ტექნოლოგიებზე ძალიან მოკლე დროში გადასვლა, რაც „ქართულო ოცნების“ გუნდის დამსახურებაა

27-05-2020


„პედაგოგებმა მოახერხეს თითქოს შეუძლებელი - ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა ძალიან მოკლე დროში, რაც ჩვენი გუნდის, „ქართულო ოცნების გუნდის დამსახურებაა, რომელმაც პედაგოგებს მისცა ღირსება უამრავი სხვადასხვა მოტივაციიდან გამომდინარე - იქნება ეს მატერიალური მოტივაცია, თუ მორალური კომპენსაცია, იქედან

გამომდინარე, თუ რა დღეშიც იყვნენ ისინი მანამდე“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გენადი მარგველაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი COVID-19- ის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიმართვას ისმენს.


მისივე თქმით, დისტანციურმა სწავლებამ და განათლების ტელევიზიამ სრულფასოვნად იმუშავა და ამას მოწმობს ის, რომ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე პრობლემა პრაქტიკულად არ შექმნილა.


„გაეროს მდგრადი განვითარების განათლების მიზნები გვეუბნება, რომ სწავლება უნდა მიმდინარეობდეს უწყვეტად, ხარისხიანად და თანაბარი წვდომადობით“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.


გენადი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი შედეგები.


„ჩვენ თავიდან ავიცილეთ სასწავლო წლის აკადემიურ წლად გამოცხადება; შეიქმნა ელექტრონული რესურსი, რომელიც სამომავლოდ დახვეწილი სახით შეიძლება გვაძლევდეს განათლების ერთ-ერთ ფორმას - დისტანციურ სწავლებას და ელექტრონულ განათლებას; ჩამოყალიბდა განათლების ტელევიზია, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწება და გაძლიერდება ეროვნული სასწავლო გეგმების სტანდარტების შესაბამისად და მივიღეთ საერთაშორისო აღიარება“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.​



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930