გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, დებულებაში შევიდეს შესწორება და 1200 ლარიანი დახმარებით ისარგებლონ იმ პირებმაც, რომლებსაც გასული წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში სისტემატიური შემოსავალი უფიქსირდებოდათ

27-05-2020


აქ არის თემა, რომ ეს ადამიანები სეზონურად მუშაობენ და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ 1200 ლარიან დახმარებაზე, დებულებაში იყო გაწერილი, რომ პირველი კვარტლის 3 თვის განმავლობაში ოფიციალური ხელფასი თუ უფიქსირდება, მაშინ მივცემთ. სეზონი არ იყო და ამ ადამიანებს ხელფასი არ ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, რომ დებულებაში შევიდეს შესწორება და 1200 ლარიანი დახმარებით ისარგებლონ იმ პირებმაც, რომლებსაც გასული წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში სისტემატიური შემოსავალი უფიქსირდებოდათ.
„აგერ არის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც მიიღებს დავალებას წინა წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში თუ ვინმეს სისტემური, ოფიციალური შემოსავალი უფიქსირდება, რა თქმა უნდა ამ ადამიანების ინტერესს ჩვენ გავითვალისწინებთ და ამ პირველი კვარტლის პრინციპს არ მივაქცევთ ყურადღებას და ამ ცვლილებას შევიტანთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930