28-05-2020
ფინეთში, ჰელსინკის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ძაღლებს კორონავირუსის ყნოსვით დადგენა ასწავლეს. ამის შესახებ Deutshe Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ექსპერიმენტში მონაწილე ერთ-ერთმა ძაღლმა კორონავირუსით ინფიცირებულების შარდის ანალიზი ჯანმრთელი ადამიანების ნიმუშებიდან გამორჩევა შეძლო.
სპეციალისტები, რომლებსაც ძაღლების დიაგნოსტიკაში გაწვრთნის დიდი გამოცდილება აქვთ ამტკიცებენ, რომ ძაღლები ინფიცირებულებს პრაქტიკულად PCR-ტესტების სიზუსტით ავლენენ. მეცნიერები კვლევის ბოლო ეტაპისთვის ემზადებიან, რომელზეც ძაღლებს ნიმუშების უფრო დიდი რაოდენობასთან მოუწევთ გამკლავება. ამის შემდეგ ცხოველების გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში დაიწყება.
ანალოგიური კვლევა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც მიმდინარეობს.