28-05-2020
ახალ ზელანდიაში დაკარგული ტურისტები 18 დღის შემდეგ იპოვეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 23 წლის ჯესიკა ოკონორი და დიონ რეინოლდსი 452 ათასი ჰექტარი სიდიდის უღრანი ტყით დაფარულ კაჰურანგის ეროვნულ პარკში ლაშქრობაში 9 მაისს წავიდნენ და დაბრუნებას 5 დღეში გეგმავდნენ.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 18 მაისს დაიწყო და ტურისტები 27 მაისს იპოვეს.