28-05-2020
მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით. იმ ნაწილს, რაც შეეხება ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფას, აქ არანაირი პრობლემები არ იქნება, როგორც ამ კრიზისის დროს, რომელიც იყო აბსოლუტურად მოულოდნელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დაახლოებით ერთი ან ორი საათით რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტის დახლზე გაჩნდა პატარა დეფიციტი, რომელიც იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, რაზეც იყო სწრაფი რეაგირება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ რაღაც მოდელები თანამშრომლობის, ერთობლივი მუშაობის ბიზნესთან, კონკრეტულ კომპანიებთან უკვე დავალაგეთ, მაგრამ ასევე სახელმწიფოს მხრიდან რეზერვების შექმნის, უფრო დამოუკიდებლად რომ ვიმოქმედოთ, აქაც უკვე გარკვეული სქემები გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ დაგროვილი რეზერვები უკვე არსებობს და ჩვენ ამ მუშაობას ვაგრძელებთ. მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებით. იმ ნაწილს, რაც შეეხება ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფას, აქ არანაირი პრობლემები არ იქნება, როგორც ამ კრიზისის დროს, რომელიც იყო აბსოლუტურად მოულოდნელი, დაახლოებით, ერთი-ორი საათით, რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტის დახლზე იყო რაღაც პატარა დეფიციტი, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევები და ამაზე ხდებოდა სწრაფი რეაგირება და ეს დახლები ივსებოდა, უკეთესი მზაობა გვექნება ამ ნაწილში, რაც შეეხება მეორე ტალღას,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.