გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ

28-05-2020

ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემთვის საქართველოში საერთოდ პოლიტპატიმრები არ არსებობენ. არსებობს სასამართლო სისტემა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილებები. ერთი გადაწყვეტილება მიიღო ადამიანთან მიმართებაში, რომელიც პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა და ამ შტურმში მიიღო მონაწილეობა. ამ შტურმის დროს ბევრ თქვენგანსაც ვხედავდი, ზოგიერთს, ყველას არა. მეორე ადამიანმა უბრალოდ ბიუჯეტიდან მოიპარა კონკრეტული რაოდენობის კონკრეტული თანხა, შემდგომ პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ამით დამთავრდა პროცესი. პოლიტიკური პროცესი დასრულდება მაშინ, როცა ამ პოლიტიკური შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკითხი დადგება. იქ გამოჩნდება, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს და ვინ არის ამ პოლიტიკური კონსესუსის, მშვიდობის, ნორმალური, არაპოლარიზებული საარჩევნო გარემოს მომხრე და ვინ დგამს ნაბიჯებს პირიქით დესტაბილიზაციის და პოლარიზაციის მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის დასრულება არის ხელისუფლების უპირველესი ამოცანა.

„ლობისტებთან დაკავშირებით, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს რჩევაა თუ ჩვენება, საერთოდ ღიმილის მომგვრელია, თუმცა გავითვალისწინებ. პოლიტიკური კრიზისის დასრულების ყველაზე ობიექტური სურვილი დღეს ვინმეს თუ აქვს, აქვს ხელისუფლებას, ეს უბრალოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ხელისუფლება ამ ნაბიჯებს დგამს. შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის დასრულება არის ჩვენი გუნდის, აი, ამ ხელისუფლების უპირველესი ამოცანა,“ - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930