28-05-2020
ფაქტობრივად ყველა ფიზიკურ პირს, იმას ვისაც სახელმწიფო პროგრამებით ეხმარება, ვინც სახელმწიფოსგან მიიღებს იმ 1200 ლარს ან 300 ლარს, ან რაიმე სახის სხვა ფინასურ დახმარებებს, იმათ ავტომატურად ეს გადავადება ეკუთვნის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვების საპასუხოდ.
მისი თქმით, ყველა სხვა დანარჩენი მოქალაქე, ვინც მიმართავს ამ გადავადებისთვის კაპიტალიზაციის გარეშე სესხის გადავადების დახმარებას ბანკებისგან მიიღებს.