გაიგე განსხვავებული

კვირა, ივნისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს და ხელს უწყობს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები

28-05-2020


საკმაოდ მოკლე დროში ეფექტურად ვიმუშავეთ და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისთვის, ასევე თბილისის მერიას და სექტორს.

„ეს უაღრესად მნიშნველოვანი ნაბიჯია. შეიძლება ეს არ არის იდეალური, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი განვითარების დონისთვის ეს არის ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯი, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს. იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან შესული იპოთეკურ სესხებში, რომლებიც მომავალში შევლენ, ჩვენს დევნილებს და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, რაც არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ახლა უკვე ვფიქრობთ, რომ რა იქნება შემდეგი ანტიკრიზისული გეგმა და ეს იქნება, ალბათ, ჯანდაცვა. ჯანდაცვის სისტემაც არის ის სისტემაც, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30