გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავსტრიული წარმოების სალიანდაგო მანქანებს კაპიტალური შეკეთება ჩაუტარდა

28-05-2020

 

 „საქართველოს რკინიგზა“ ლიანდაგის კაპიტალურ და მიმდინარე მოვლა-შენახვის სამუშაოებისთვის, ავსტრიული წარმოების თანამედროვე ტიპის სალიანდაგო მანქანებს იყენებს.  აღნიშნული სამუშაოების წარმოება ხორციელდება ორი ერთეული „ვპრ-09/32“-ის და ერთი ერთეული  „ვპრს-08/32“-ის ტიპის გამოსატენ-მასწორებელ-საზუსტებელი სალიანდაგო მანქანებით. რომელთა გამოყენებით, ყოველწლიურად, საშუალოდ  50-60 კმ. ლიანდაგის შეკეთების სამუშაოები   სრულდება.

ექსპლუატაციის პროცესში  მანქანები განიცდიან ცვეთას და საჭიროებენ კაპიტალურ შეკეთებას. მიმდინარე წელს, ორ სალიანდაგო მანქანას უკვე ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და კომპიუტერული სისტემის მოდერნიზაცია.   წლის ბოლოს,  დაგეგმილია მესამე მანქანის მთლიანი კაპიტალური შეკეთება.

სალიანდაგო მანქანების ტექნიკური გამართულობა, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს  მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031