გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბექა ლილუაშვილი: იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო კომპანია ფართობებს ბაზარზე ვერ გაყიდის, ფართობის 30 პროცენტს სახელმწიფო დევნილებისთვის შეიძენს

28-05-2020


ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს მშენებლობის დასრულების გარანტიას სახელმწიფოს მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობების 30 პროცენტს ვერ გაყიდის, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართობებს შეიძენს, შემდეგ ეს ბინები ასევე გამოყენებული იქნება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტის ფარგლებში.

„ჩვენ ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს იმისა, რომ სამშენებლო სექტორში კრიზისების დროს პრობლემაა მიმდინარე მშენებლობის დასრულება. ამ რისკების ზრდა ნიშნავს, რომ ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები სამშენებლო კომპანიამ უნდა გაუშვას სამსახურიდან. ასევე ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეძენილი აქვს უძრავი ქონება, რომელიც მშენებლობის პროცესშია, ისინი დაკარგავენ იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც გადაიხადეს ამ ბინის შეძენისთვის და ჩვენ დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობით დაზარალებული ადამიანები და სახელმწიფო დღემდე აგრძელებს ამ ადამიანებზე ზრუნვას. სწორედ იმისთვის, რომ მიმდინარე კრიზისის პერიოდში მსგავსი რისკები დავაზღვიოთ, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს მშენებლობის დასრულების გარანტიას სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის დაახლოებით 200 მილიონი ლარის ღირებულების პროგრამა, რომელიც ეუბნება მშენებელს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობების 30 პროცენტს თქვენ ვერ გაყიდით თავისუფალ ბაზარზე, ანუ ვერ მოახდენთ მის რეალიზაციას, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართობებს შეიძენს, შემდეგ ეს ბინები ასევე გამოყენებული იქნება დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართობებით დაკმაყოფილების პროექტის ფარგლებში. ეს არის ის გარანტია, რომელიც საშუალებას აძლევს ერთი მხრივ, ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათ შეუფერხებლად გააგრძელონ საქმიანობა და შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და შემოსავლის წყარო და მეორე მხრივ, სექტორს აძლევს იმის გარანტიას, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს სამშენებლო ფართობების 30 პროცენტის რეალიზაციას სახელმწიფოზე, შესაბამისად, მას უადვილდება ფინანსურ რესურსებზე წვდომა. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ სექტორმა გააგრძელოს შეუფერხებლად მუშაობა“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930