გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თანადგომის აქციას განაგრძობს

28-05-2020


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეუწყვეტია მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში შეჭირვებულ, მარტოხელა, მკვეთრად გამოხატული შშმ და ასაკოვანი ვეტერანების დახმარება და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვეტერანთა თანადგომის არა ერთი აქცია ჩაატარა. COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი, მხცოვანი, მარტოხელა ბენეფიციარები საგანგებო ყურადღებას საჭიროებენ.
წარმოშობით უკრაინელი, მარტოხელა ქალბატონი, ლუიზა შმუნიაკი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია; საქართველოში 1945 წლის შემდეგ ცხოვრობს და აქედან წასვლა არასოდეს უცდია. ძალიან უყვარს ქართველები და საქართველო და ამბობს, რომ ომში განცდილი საშინელი დღეები ქართველების სითბომ და სიყვარულმა გადაატანინა. მის მიმართ ყურადღებას არ იშურებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები. მარტოხელა მოხუცს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, გადაადგილება უჭირს. მან, დასახმარებლად, ამჯერადაც სამსახურს მიმართა და სტაციონარში წაყვანა სთხოვა. ვეტერანი ქალბატონი, უწყების წარმომადგენლებს, უყურადღებოდ არც ახლა დაუტოვებიათ, რისთვისაც, იგი სამსახურს, გულწრფელ მადლობას უხდის.
‘’ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ მადლიერება მინდა, გამოვხატო. რამდენიმე ხნის წინ, ძვირადღირებული მედიკამენტები დამჭირდა და დახმარება გამიწიეს. საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურის წარმომადგენლები მოვიდნენ და სურსათი მომიტანეს. ეპიდემიის გამო, გადაადგილება მიჭირს. სამსახურის წარმომადგენელი ჩემთან სახლში მოვიდა, ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, ორდენი გადმომცა და მკითხა, დახმარება ხომ არ მჭირდებოდა. ვუთხარი, რომ ექიმთან მინდოდა წასვლა და ვერ მივდიოდი. უყურადღებოდ არც ახლა დამტოვეს_ მანქანით მომაკითხეს და მშვენიერი ქალბატონების თანხლებით, საავადმყოფოში მომიყვანეს. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გულისხმიერებისა და ყურადღებისთვის.“
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ აგრძელებს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვეტერანთა დახმარებას და თანადგომას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031