გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისია „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას 25 ივნისს მიიღებს

28-05-2020

კომუნიკაციების კომისია კომპანია „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას 25 ივნისს მიიღებს. „კავკასუს ონლაინს“ კანონით დაკისრებული ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია. საქმე ეხება კანონდარღვევით, კომისიის თანხმობის გარეშე, კომპანიის წილის გასხვისებას.

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბერს დააკისრა, თუმცა კომპანიას აღნიშნული ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია, რის გამოც, ის უკვე ოთხჯერ დაასანქცირა.

თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო, კომისიამ ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, „კავკასუს ონლაინი“ 2019 წლის 12 დეკემბერს 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, ხოლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, 2020 წლის 6 თებერვალს კომისიამ კომპანიას ჯარიმის სახით 90 000 ლარი დააკისრა. სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად და წილის გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვადა „კავკასუს ონლაინს“ 22 თებერვლამდე ჰქონდათ, თუმცა მისი მხრიდან ვალდებულება მაშინაც არ შესრულებულა.

2020 წლის 12 მარტს კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 270 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამას გარდა კომპანიის თხოვნა გაითვალისწინა და წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად, კორონა ვირუსის პანდემიიდან არსებული შეზღუდვების გამო, მათ მიერ მოთხოვნილი 2 თვიანი ვადა მისცა, თუმცა „კავკასუს ონლაინმა“ ვალდებულება არც ამჯერად შეასრულა. სწორედ 8 თვის განმავლობაში შეუსრულებელი ვალდებულების გამო, კომისიამ კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერების პროცესი დაიწყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930