გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რა ვითარებაა თბილისის კლინიკებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ

29-05-2020

573 გამოჯანმრთელებული, 738 კოვიდინფიცირებული, 250-ისტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ, 3076 კარანტინის რეჟიმში, 12 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში ეპიდსიტუაციის ბოლო მონაცემები.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 35 პაციენტი მკურნალობს, ყველას მდგომარება სტაბილურია. რესპუბლიკურ საავადმყოფოშიკი, კოორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტი ჰყავთ.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა არიან საყურადღებო პაციენტებიც. ერთის მდგომარეობა კი, რომელიც მძიმედ მიიჩნეოდა, გაუმჯობესდა. მარინა ენდელაძის თქმით, პროგნოზიც კეთილსაიმედოა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930