გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეუთოში აშშ-ის ელჩი: სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი

29-05-2020

ეუთოში აშშ-ის ელჩმა მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის მიტაცების მცდელობაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი. ამის შესახებ ჯეიმს გილმორმა ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ მოვითხოვთ, შეჩერდეს სტრუქტურების, ღობეების, ნიშნების ან ბარიერების მშენებლობა, რომელიც გამიზნულია ადმინისტრაციული საზღვრის ხაზების „ბორდერიზაციის“ გაძლიერების ან გაფართოებისთვის. ეს საქმიანობა წარმოადგენს მოსკოვის მცდელობებს, დაიპყროს ქართული ტერიტორია“, - ელჩმა.

შეხვედრაზე ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარის ცენტრზეც ისაუბრა და მოსკოვი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ჯეიმს გილმორის განცხადებით, მოსკოვი საქართველოს კვლევით ინსტიტუტთან დაკავშირებით სიცრუეს ავრცელებს.

„მოსკოვის ყალბი ბრალდებები საბჭოზე განხილვას არ იმსახურებს“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930