29-05-2020
იმის მიუხედავად, რომ ექიმებმა ახალი კორონავირუსული ინფექციის ფართომასშტაბიანი კვლევა ახლახან დაიწყეს, უკვე ცხადია, რომ COVID-19 ადამიანის ჯანმრთელობაზე გარკვეულ კვალს ტოვებს და ეს შედეგი შეიძლება გრძელვადიანი იყოს. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევებს ეხება, თუ დაავადება მძიმე ფორმით განვითარდა და ინფიცირებული პირი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩნდა. საინტერესოა, რა კონკრეტულ საფრთხეებზე საუბრობენ სპეციალისტები.
არა. როდესაც ადამიანი თავს უკეთ გრძნობს და რეანიმაციის განყოფილებას ტოვებს, სამწუხაროდ, ეს ყველა დაავადების შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდება. თავად ინტენსიურ თერაპიას, რომელიც ადამიანს საჭიროების შემთხვევაში უტარდება, დადებითთან ერთად თავისი უარყოფითი შედეგები აქვს. სწორედ მსგავსი სიტუაციისთვის არსებობს სპეციალური სახელწოდება პოსტინტენსიური თერაპიის სინდრომი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს:
- ფსიქიკური (ადამიანი აქვს შფოთვები, მას პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ან დეპრესია უვითარდება). სხვადასხვა მონაცემის თანახმად, პაციენტების 1% -დან 62% -ს მსგავსი შედეგი აღენიშნება;
- კოგნიტური ( ადამიანს მეხსიერების, ყურადღებისა და აზროვნების დაქვეითება აღენიშნება). საშუალოდ, ეს სიმპტომები პაციენტების მეოთხედს უფიქსირდება;
- ფიზიკური (ადამიანს კუნთების სისუსტე უვითარდება. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი განუვითარდა და შესაბამისად, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდებოდა, მაშინ ფილტვების ფუნქციონირება შეიძლება გაუარესდეს). მსგავსი რამ პაციენტების მეოთხედზე მეტს აღენიშნება.
როგორ გამოიყურება ეს მონაცემები ახალი კორონავირუსული ინფექციის შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, ეს მაჩვენებლები COVID-19-თან მიმართებით უფრო მაღალი იყოს, რადგან ადამიანი ამ დროს შედარებით დიდხანს იმყოფება ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმში, ვიდრე სხვა შემთხვევაში.
პოსტინტენსიური თერაპიის სინდრომი შეიძლება ნახევარ წელს გაგრძელდეს, თუმცა ბევრ შემთხვევაში ასეთ მდგომარეობაში წლები გადის. ადამიანი ფიზიკურ ფორმას უფრო ეფექტიანად და სწრაფად აღიდგენს, მაგრამ ამასაც შეიძლება ერთი ან ორი წელი დასჭირდეს.
ზოგიერთ პაციენტს „ატიპური პნევმონიით“ (Severe Acute Respiratory Syndrome, SARS იგივე სხვა კორონავირუსული ინფექცია) გამოწვეული ფილტვების დაზიანება კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე წლების განმავლობაში აღენიშნება. უცნობია, რამდენ ხანს გრძელდება ეს COVID-19-ის შემთხვევაში, მაგრამ ცნობილია, რომ მსგავსი რამ გვხვდება იმ ადამიანებშიც, რომლებმაც ვირუსი უსიმპტომოდ გადაიტანეს. თუმცა ეს ცვლილება თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს.
ამ დროისთვის არსებობს მხოლოდ საკმაოდ მიმოფანტული მონაცემები იმის შესახებ, თუ რა ხანგრძლივ შედეგებს იწვევს საშიში კორონავირუსებით გამოწვეული სხვა დაავადებები. 2020 წლის აპრილის შუა რიცხვებში იყო მცდელობა, რომ ყველა ამ კვლევის შედეგი ერთ ნაშრომში შეჯამებულიყო. თუმცა მან სპეციალისტების რეცენზია და რედაქტურა ვერ გაიარა, შესაბამისად, სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. ამ ნაშრომში ნათქვამია, რომ გამოჯანმრთელებიდან ექვსი თვის შემდეგ ყოფილი პაციენტების ფილტვებმა ფუნქციონირება ძველებურად განაახლეს (თუმცა აქ პაციენტები ინტენსიური თერაპიისა და სხვა განყოფილებების მიხედვით დაყოფილი არ იყვნენ).
დიახ. ახალ კორონავირუსს შეუძლია სასუნთქი გზების, სისხლძარღვების, გულის, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უჯრედები მოიცვას. როგორც ჩანს, ამას, ისევე როგორც ფილტვების არასწორად ფუნქციონირებისას ჟანგბადის ნაკლებობასა და ზოგადად ანთებას, შეუძლია არითმია, ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, თირკმელის უკმარისობა და სხვა გართულებები გამოწვიოს. ეს ყველაფერი კი გრძელვადიანი შედეგების მომტანია.
პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია, რომ ახალ კორონავირუსი კაცების რეპროდუქციულ ფუნქციაზე უარყოფით გავლენას ახდენს. თუმცა ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს.
დიახ, მაგრამ მისი ნულამდე დაყვანა - არა. ძირითადად ამ მხრივ არსებული ტაქტიკა უნივერსალურია: თუ ადამიანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება, რეკომენდებულია:
- პაციენტმა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმში რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატაროს;
- პაციენტი სხვადასხვა მეთოდით უნდა იყოს დაცული ბაქტერიული პნევმონიისგან, რაც ხელოვნურ ვენტილაციასთან არის დაკავშირებული;
- გამოყენებული იყოს ის პრეპარატები, რომლებიც თრომბის წარმოქმნის რისკს ამცირებს (კოვიდინფიცირებული პაციენტების შემთხვევაში ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ამ დაავადებასთან ერთად თრომბი მოსალოდნელზე უფრო ხშირად ვითარდება);
- აუცილებელია პაციენტის გადაადგილების სტიმულირება, როგორც კი ეს უსაფრთხო გახდება.