გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამართალდამცველებმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი აღკვეთეს

26-03-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ -სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზების მიზნით, ერთ შემთხვევაში - 880 კოლოფი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 551 კოლოფი ე.წ. ელექტრო სიგარეტისათვის განკუთვნილი „HEETS”-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. 
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 7 000 ლარს აღემატება. 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 - დან 4 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930