გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომუნიკაციების კომისია "მთავარ არხს" კანონდარღვევაში ადანაშაულებს

29-05-2020

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში პროგრამის არასახელმწიფო ენაზე განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა. საქმე ეხება 2020 წლის 7 მაისს, გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ რუსულ ენაზე განთავსებულ ინტერვიუებს, რომლიდანაც ერთ-ერთი ეთერში სავალდებულო სუბტიტრების გარეშე გავიდა.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზებული საერთო ეროვნული ტელემაუწყებელი უფლებამოსილია სამაუწყებლო ბადეში პროგრამები, არასახელმწიფო ენაზე, განათავსოს ისე, რომ მათი მთლიანი მოცულობა არ აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის ხანგრძლივობის 10%-ს. ასევე, საუკეთესო დროს არასახელმწიფო ენაზე განთავსებული პროგრამების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს საუკეთესო დროის 10%-ს. მაუწყებელი კანონით ვალდებულია პროგრამის არასახელწმიფო ენაზე განთავსების შემთხვევაში, მას სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრები დაურთოს.

„მთავარი არხის“ ეთერში არასახელმწიფო ენაზე განთავსებული ინტერვიუები 30 წუთს აღემატებოდა, შესაბამისად, არასახელმწიფო ენაზე განთავსებული ინტერვიუების ხანგრძლივობა გასცდა დასაშვებ საუკეთესო დროის 10%-ს, რითაც მაუწყებელმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930