გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: „ოცნებას“ უნიათო ხელისუფლებას შლეგის გარდა ვერავინ უწოდებს და ვერც „გორბის“ კვლევებს დააყენებ ეჭვქვეშ; წლებმა ეს დაადასტურა

29-05-2020

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „გორბის მიერ ჩატარებულ კვლევას ახმაურება და წერს, რომ „ოცნებას“ უნიათო ხელისუფლებას, შლეგის გარდა, ვერავინ უწოდებს, ვერც „გორბის“ კვლევებს დააყენებ ეჭვქვეშ. წლებმა ეს დაადასტურა.

ექსპერტის აზრით, პრემიერ გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობა სამაგალითოდ მუშაობს და იმუშავებს.

„ორ წელიწადში მმართველი გუნდის იმიჯი ასე გამოსწორდეს? მართლაც შეთქმულების თეორეტიკოსთა რიგებში უნდა ჩაეწერო - კორონა „ქართული ოცნების“ შექმნილია. ცხადია, არა. „ოცნებას“ უნიათო ხელისუფლებას, შლეგის გარდა, ვერავინ უწოდებს. ვერც „გორბის“ კვლევებს დააყენებ ეჭვქვეშ. წლებმა ეს დაადასტურა. ამასთანავე, პრემიერ გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობა სამაგალითოდ მუშაობს და იმუშავებს.

მთავარი გამოწვევა კი კონსტრუქციული ოპოზიციური ძალების გაძლიერებაა, რადგან ასეთების გარეშე ნებისმიერი მთავრობა ვერ იქნება სრულფასოვანი. მერამდენედ გავიმეორებ - ვოცნებობ საქმიან ჩრდილოვან კაბინეტზე, რომელიც ხელისუფლების დელეგიტიმაციას კი არ ცდილობს, არამედ ებრძვის მას დარგობრივი, ალტერნატიული პროექტებით.

ადრე თუ გვიან, ახდება ეს ოცნება მოქოქილი ახალი თაობის შემხედვარე“, - წერს გია აბაშიძე.

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხული მოსახლეობის 55% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 12% - „ნაციონალურ მოძრაობას“", 6% - „პატრიოტთა ალიანს“, 4%-4% - „ლეიბორისტულ პარტიას“ და მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, 3% - „ევროპულ საქართველოს“, 1% - დემოკრატიული მოძრაობა „ერთიან საქართველოს“.

კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა.

მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930