29-05-2020
მომღერალი ზურა დოიჯაშვილი, რამდენიმე კვირის წინ, ისრაელის კლინიკაში მოათავსეს.
ის ამ დრომდე აპარატზეა შეერთებული. ქართველი მომღერლის დიაგნოზს, ებრაელი ექიმები თითქმის ერთი წლის მანძილზე ვერ ადგენდნენ, რის შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა.
„პრაიმტაიმი“ ზურა დოიჯაშვილის მეგობარს ნუგზარ კვაშალს დაუკავშირდა.
– ბატონო ნუგზარ, როგორ არის ახლა ბატონი ზურა?
– ზურა ისევ კლინიკაში რჩება ისრაელში, ისევ აპარატზეა შეერთებული. ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი, აღმოჩნდა, რომ ტუბერკულოზის ბაქტერია აქვს, რომლის გამოც მთელ ფილტვებში წყალი აქვს და ამიტომაც ვეღარ სუნთქავდა.
მსუქანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ძალიან გახდა და აპარატის მეშვეობით სუნთქავს.
ჭამა არასდროს არ უყვარდა, მაგის საჭმელი იყო სიგარეტი და თუთუნი, იმედი გვაქვს გამოვა მდგომარეობიდან.