გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია : ბატონმა რომანმა დაგვიწუნა თურმე პროექტი, 25 000 ჩვენი მოქალაქე, რომელმაც გადაწყვიტა ბინა შეეძინა - თურმე მათ არ უნდა მივხმარებოდით და ისინი ბედის ანაბარა უნდა დაგვეტოვებინა

29-05-2020


ბატონი რომანი მე მთავაზობდა, რომ ეს სამშენებლო კომპანიები და ეს ჩემი მოქალაქეები მე მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ სამშენებლო კომპანიები კი არა, ადამიანები რომლებსაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა, მაშინ, როდესაც ფული ჰქონდათ გადახდილი., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.


პრემიერის თქმით, ის დაუმთავრებელი შენობები, რომელიც თბილისში მრავლადაა, არის საცხოვრებელი სახლები და მასში 2008 წლამდე ადამიანებს ფული აქვთ გადახდილი.


„დღეს ბატონმა რომანმა დაგვიწუნა თურმე ის პროექტი, რომელიც მიმართულია სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად, იმიტომ, რო არ თქვა არაფერი, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენმა მოქალაქეებმა, 30 000-მა მოქალაქემ, იპოთეკური სესხით გადაწყვიტა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. აქედან, 25 ათასი მოქალაქე, რომელიც იპოთეკურ ურთიერთობებში შევიდა სამშენებლო კომპანიასთან, პირველი შენატანი შეიტანა, ბანკიდან სესხი აიღო, გადახდები დაიწყო, ამ ხალხის საცხოვრებელი ბინები დასრულებული არ არის და მშენებარეა. გამოდის, რომ ბატონი რომანი მე მთავაზობდა, რომ ეს სამშენებლო კომპანიები და ეს ჩემი მოქალაქეები მე მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ სამშენებლო კომპანიები კი არა, ადამიანები რომლებსაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა, მაშინ, როდესაც ფული ჰქონდათ გადახდილი. დღეს ჩვენ ჯერ ეს პრობლემა ბოლომდე ვერ მოვაგვარეთ. დღეს თბილისის მერია იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს. ის დაუმთავრებელი შენობები, რომლებითაც გადატენილის თბილისი, ჩონჩხების სახით, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის საცხოვრებელი სახლები და ადამიანებს ფული აქვთ გადახდილი 2008 წლამდე. 12 წლის უკან და დღეს მათ საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. ზუსტად იგივეს გვთავაზობდა ბატონი რომანი, რომ რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, რომ 25 000 ჩვენი მოქალაქე, რომელმაც გადაწყვიტა ბინა შეეძინა - თურმე მათ არ უნდა მივხმარებოდით და ისინი უნდა დაგვეტოვებინა ბედის ანაბარა, რომ ჩონჩხებით გავსებულიყო კვლავ თბილისი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930