გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის მთავრობის სხდომაზე ტურისტული სეზონის უსაფრთხოების სტანდარტები და ბიზნესის მხარდაჭერის ინიციატივები განიხილეს

29-05-2020

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს რეგიონში ტურისტული სეზონის უსაფრთხოების სტანდარტები და ბიზნესის მხარდაჭერის ინიციატივებთან დაკავშირებით იმსჯელეს.


სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მწვანე ზონის სტატუსის შენარჩუნებისა და ტურიზმის ინდუსტრიის მოსალოდნელ პოზიტიური დინამიკაზე ისაუბრა.


,,უნდა დავიცვათ ტურიზმის გახსნისთვის შემუშავებული რეკომენდაციები, ეს არის პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირება, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პოზიტიური დინამიკა, რომელიც გვაქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან ერთად, მოვუფრთხილდეთ მწვანე ზონის სტატუსს ტურისტული სეზონის წინ.“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ტურიზმის ეროვნულ ასოციაციასთან, რათა მოხდეს უსაფრთხოების იმ სტანდარტების დანერგვა რეგიონში, რომელიც უზრუნველყოფს ტურიზმის თანმიმდევრულ აღდგენას.


დღესვე, მთავრობის სხდომაზე, კორონა ვირუსის გავრცელების გათვალისწინებით, საინვესტიციო გარემოს ხელშესაწყობად დამატებითი ინიციატივები განიხილეს.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით ,,მაქსიმალური თანამშრომლობის ფორმატში, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ბიზნესს დავუდგეთ მხარში, ვინაიდან ის გამოწვევები, რომელიც გვქონდა მოითხოვს პროაქტიულ ღონისძიებებს. მთავრობა აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას“.


კერძოდ ინიციატივა ითვალისწინებს ინვესტორებისთვის 4 თვიანი საშეღავათო ვადის 6 თვემდე გაზრდას. ასევე იმსჯელეს კანონპროექტის ინიცირებაზე, რომლის მიზანი იქნება ინვესტორებისთვის საბანკო გარანტიის შემცირებას, მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების არანაკლებ 50 % ის შესრულების შემთხვევაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930