გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შეუფერხებლად მიმდინარეობს

29-05-2020

მავნებელის რიცხოვნობის დადგენის მიზნით მონიტორინგი გურიის რეგიონში აქტიურად ხორციელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საკოორდინაციო მართვის ცენტრის უშუალო ძალისხმევით, ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის სოფელ შუხუთში „მოიზიდე და გაანადგურე“ პროგრამის ფარგლებში მორიგი წამლობა განხორციელდა. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური მუშაობის შედეგად ფაროსანას გავრცელების არეალი, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა და ერთეულ ადგილებში ფიქსირდება, თუმცა, ზაფხულის პერიოდში, მისი ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე, მავნებელი იწყებს კვერცხდებას, ამიტომ აუცილებელია დროული და ეტაპობრივი წამლობის ჩატარება. მიმდინარე წელს, მონიტორინგის ფარგლებში, მავნებლის სპეციალური დამჭერი ხაფანგები (ფერომონები) დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში განთავდა. ამ პროცესში ფერმერთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სახელმწიფოს უშუალო მხარდაჭერით, მეთხილე ფერმერებმა ამ ეტაპზე მეორე წამლობა ჩაატარეს, რის შემდეგაც წამლობის პროცესი შემუშავებული სქემის მიხედვით გაგრძელდება.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930