29-05-2020
"ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, როდესაც 8 წლის ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, მოსახლეობა ამ დონეზე გვენდობა, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა უფრო მეტად გავაძლიეროთ ეფექტური მუშაობა ისევ და ისევ ადამიანების, ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ,“ - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის „გორბის“ მიერ მომზადებული კვლევის შედეგები.
კვლევის თანახმად, შეკითხვაზე - „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?", გამოკითხულთა 55 პროცენტმა „ქართული ოცნება“ დაასახელა. მეორე პოზიციაზე გასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ კი გამოკითხულთა მხოლოდ 12 პროცენტმა დაუჭირა მხარი.