29-05-2020
არ ვიცი რა სიტყვებით შევაფასო, როდესაც დღეს ქვეყანა რეალურად მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ერთად იბრძვის ორ ძირითად მიმართულებაზე, ორ ფრონტზე ფაქტიურად, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მოქალაქეების სიცოცხლე და იმისთვის, რომ ადამიანს გადავურჩინოთ ელემენტარული, სახლში შესატანი შემოსავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.
მისი თქმით, 2012 წლამდე თვითდასაქმებულის ცნება საერთოდ არ არსებობდა.
„ამ პირობებში, როდესაც საერთოდ ბატონ რომანს და მის პოლიტიკურ ძალას თვითდასაქმებული რა იყო საერთოდ არ აინტერესებდა, არც აღირიცხებოდა, ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის ცნება საერთოდ არავის არ აინტერესებდა და დღეს, მე ტყუილებით მედავებიან იმას, რომ თურმე თვითდასაქმებულებს ჩვენ ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ იმისთვის, რომ მათთვის სოციალური დახმარება გაგვეწია კრიზისის პერიოდში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.