გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია ოპოზიციას: საბიუჯეტო ხარჯებზე როდესაც საუბრობთ, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია ნახოთ

29-05-2020


საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ და, როდესაც ამბობთ, რომ ვეძებთ, არ გვაძლევენ ინფორმაციას, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. ნაწილობრივ მართლები ხართ, ოღონდ, როდესაც ამბობთ უნდა დამეთანხმოთ ერთ რაღაცაში, საქართველოს ბიუჯეტში ბოლო წლების განმავლობაში იყო ხელფასების ზრდა მაგალითად ხელფასი გაეზარდა პოლიციელს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.



მისი თქმით, მიმდინარე ხარჯები ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში შ 24%-დან, 21%-მდე შემცირდა.

„მიმდინარე ხარჯები ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში შემცირდა 24%-დან, 21%-მდე. შესაბამისად ეს იმ პირობებში, როდესაც ხელფასი გაეზარდა პოლიციელს, ექიმს და ა.შ. საერთო ჯამში მაკროეკონომიკურად ჩვენი პრობლემაა მიმდინარე ხარჯები, ჩვენ ამას ვამცირებთ. რომ მეუბნებით სსიპ-ები, ააიპ-ის, სსიპ-ები და ააიპ-ების იმ სახელფასო ფონდში შედიან, რასაც თქვენ ვერ პოულობთ. ციფრი, რომელიც თქვენ გეშლებათ და ბალანს ვერ ადგენთ ეს არის სახელშეკრულებო ნაწილი. გასწავლით, მინიშნებას გაძლევთ და ნახეთ“, განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30