გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ტეხასის შტატში პოლიციამ დამნაშავის დაკავების დროს, შემთხვევით 6 წლის ბავშვი მოკლა

25-12-2017

ამერიკაში, ტახასის შტატში პოლიციელებმა დამნაშავის დაკავების დროს, შემთხვევით 6 წლის ბავშვი მოკლა.   The Telegraph-ის ინფორმაციით, ტრაგედია ქალაქ სან-ანტონიოში იმ დროს მოხდა, როდესაც  პოლიცია დამნაშავის ლიკვიდაციას ცდილობდა.  დამნაშავის ფურგონში ბავშვიც იმყოფებოდა, რაც პოლიციისთვის უცნობი იყო.
ადგილობრივი პოლიციის შერიფის თქმით, დამნაშავემ სამართალდამცველების მისამართით ცეცხლი გახსნა, მაგრამ პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახერხა. სწორედ ორმხრივი სროლისდროს, სამართალდამცველების მიერ ნასროლი ერთ–ერთი ტყვია ფურგონის კედლის გავლით ბავშვს მოხვდა. 6 წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.  ოპერაციაში მონაწილე ოთხივე პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: cyc.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30