გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანი ნაცმოძრაობას და "მის მეორე დაჯგუფებას", - „ევროპული საქართველოს“ სიცრუეში ადანაშაულებს

29-05-2020

„ორი დღის წინ, პრემიერმინისტრი პარლამენტში იყო და დასმულ შეკითხვებს ამომწურავი და სრული პასუხები გასცა. იმავდროულად, მეორე მხრივ, ჩვენ ვიხილეთ ოპოზიციის უსუსურობა, რომლებიც, პრაქტიკულად, უსაგნო დებატებს გთავაზობდნენ. მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ თითქმის თერთმეტი საათის განმავლობაში უსმინა პრემიერს, მქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია ინტერპელაციაზე უარი იტყოდა, რადგან ინტერპელაციის კითხვები ზუსტად იგივე იყო, რაზეც, ორი დღის წინ იყო საუბარი, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს და ბუნებრივია, იყო განცდა, რომ შესაძლოა ახალი პოლიტიკური სპექტაკლის დადგმა უნდოდათ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, დღეს ოპოზიცია კიდევ უფრო უსუსურად გამოიყურებოდა, ვიდრე ორი დღის წინ.

„დღეს იყო ორი პოლიტიკური ჯგუფის ინტერპელაცია - ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე დაჯგუფების „ევროპული საქართველოს“ ინტერპელაცია. ორივე შემთხვევაში ჩვენ მოვისმენთ ძალიან ბევრი ტყუილი“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გამოსვლაში, ყოველ ორ წინადადებაში ერთი ტყუილი იყო.

„საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, რომელსაც დახმარებები არ გაუცია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ამის თაობაზე. ამ მომენტისთვის, როდესაც ამ ტყუილს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ავრცელებდა: 72 ათასზე მეტ მოქალაქეს დაწყებული აქვს 1200 ლარიანი სოციალური დახმარების მიღება; 52 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღოს 300 ლარიანი კომპენსაცია; 194 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩაერიცხა სოციალური დახმარების პირველი ჩანარიცხები. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან და 100 ათასამდეა; 22 ათასზე მეტ მრავალშვილიან ოჯახებს აქვთ მიღებული ამ სოციალური დახმარების პირველი ტრანშები; 40 ათასზე მეტ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იქნება თუ ბავშვები, დღევანდელი მდგომარეობით ჩაერიცხა დახმარებები; 18 ათასზე მეტმა ფერმერმა შეიძინა საწვავი შეღავათით; 27 ათასზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა შესაბამისი ქულები და მათ შეუძლიათ იმ პრივილეგიებით სარგებლობა, რაც ხელისუფლებამ დაანონსა. ანუ ჯამში 427 ათასზე მეტი მოქალაქე არის, რომელმაც უკვე დახმარებების პირველი ნაწილი უკვე მიიღო. ამ ფონზე, ჩვენ ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წარმომადგენლისგან განცხადება, რომ თითქოს დახმარებები არ ყოფილა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მისივე თქმით, დესტრუქციულობა და რადიკალიზმი „ნაციონალური მოძრაობის“ დამახასითებელი და ეს პოლიტიკური ჯგუფი კონსტრუქციული ვერასდროს გახდება, ხოლო „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების დღევანდელ გამოსვლებში იყო უკიდურესი პოპულიზმი და დემაგოგია.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930