29-05-2020
ის რაც აქ დღეს ხდებოდა, ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იმის მაგივრად, რომ ობიექტური, შინაარსობრივი ოპონირება გაგიწიონ უბრალოდ იქცევიან, როგორც ინსტიქტებით, ემოციებით, გაბრაზებით მართული. ხელების ქნევით, ყვირილით და ასე შემდგომ, ამას ყველაფერს ეძახიან ევროპულ, შინაარსობრივ ოპონირებას, სამწუხაროდ ეს ის პირობებია, რომელ პირობებშიც ჩვენ მოგვიწევს უახლოესი 6 თვე მუშაობა, - მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.
მისი თქმით, საზოგადოების მხარდაჭერით და გადაწყვეტილებით შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, ბევრად უფრო შინაარსობრივი და კომპეტენტური
„იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სიბრძნეში, დარწმუნებული ვარ მათ თანადგომაში და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მხარდაჭერით და გადაწყვეტილებით შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, ბევრად უფრო შინაარსობრივი და კომპეტენტური“, - განაცხადა გიორგი გახრიამ.