გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

31-05-2020

ახალი კორონავირუსისპირველი შემთხვევა კახეთში დადასტურდა. არსებული ინფორმაციით, ვირუსი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლს აღმოაჩნდა, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა.

 

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

 

შეგახსენებთ, კახეთი რამდენიმე თვის განმავლობაში „მწვანე ზონის“ სტატუსს ინარჩუნებდა.

პრაიმტაიმი


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930