გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ოქრიაშვილი: ერთი კაცის პატიმრობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს

31-05-2020

„უკვე სამუშაოდ ვარ ჩამოსული მანგლისში, ჩემს მომავალ სამაჟორიტარო, დიდებულ ოლქს ვეცნობი. ჯერ არ დამიწყია სამაჟორიტარო კამპანია, მაგრამ მუნიციპალიტეტს მინდა გავეცნო“ - ამის შესახებ დმანისი-წალკის მაჟორიტარმა კახაბერ ოქრიაშვილმა მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქით: „ხელისუფლება და ოპოზიცია, ფაქტობრივად, ყველა საკითხზე შეთანხმებულია. რჩება ერთი საკითხი, ბატონი გიორგი რურუას პატიმრობის თემა. ვფიქრობ, პროკურატურა და სასამართლო გადახედავენამ საკითხს. მათ არავინეუბნება, გააუქმონ რურუას სისხლის სამართლის საქმე. უბრალოდ, შეიძლება აღმკვეთი ღონისძიება შეუცვლონ შიდაპატიმრობით. ეს არის გამოსავალი. ქვეყნის მომავალზე არანაირი გავლენა არ უნდა მოახდინოს იმ კაცმა, ერთი კაცი ციხის გარეთიქნება, თუ შიგნით. ერთი კაცის პატიმრობამ ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია. კატეგორიულად ვაცხადებ, არ მიმაჩნია, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია, მაგრამ არაფერმა უნდა შეუშალოს ხელი არჩევნების ლეგიტიმაციას.

აქვე ვადასტურებ, რომ ხმას არ ვაძლევ მომავალ საკონსტიტუციო ცვლილებებს. 2006 წლიდან ეს პოზიცია მაქვს - ოთხგზისმაჟორიტარი ვარ. ვერც საკუთარ თავს გავუგებ და ვერც ჩემი ამომრჩეველი გამიგებს, რომ მივიდე და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მივაჭირო ხელი. მე ხმასარ ვაძლევ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა, როგორც უმრავლესობა, ისე უმცირესობა მას მხარს დაუჭერს და ეს საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930