31-05-2020
ექსპერტის თქმით, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები, ის და მისი ახლობლებიც იყვნენ ბინძური რეჟიმის თავდასხმის სისტემატიური ობიექტი.
„ახალს არაფერს ვიტყვი, 2004 წლიდან იმ დროიდან, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა პირველად დაარბია უნივერსიტეტი (სკოლის მოსწავლე ვიყავი), ვარ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ბინძური დაჯგუფების ე.წ. ნაციონალური მოძრაობის აქტიური მოწინააღმდეგე. როგორც რიგით მონაწილეს, შემდგომ როგორც „თავისუფალ სტუდენტთა კავშირის“ ხელმძღვანელს მიღებული მაქვს მონაწილეობა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამართულ აბსოლუტურად ყველა საპროტესტო აქციაში. ისევე, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები, მეც და ჩემი ახლობლებიც ვიყავით ბინძური რეჟიმის (მათ ხელთ არსებული ყველა ფორმით) თავდასხმის სისტემატიური ობიექტი. შესაბამისად კარგად ვიცი ის „მეთოდები“ რომლითაც ნაცსექტა ებრძვის თავის მოწინააღმდეგეებს და ვერც ვერაფერი გამაკვირვებს“, - წერს ექსპერტი.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის და მისი განაყოფების მთავარი ამოცანაა დაიხატოს ისეთი მოდელირებული რეალობა, რომელშიც თითქოს „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ე.წ მოსყიდული ხალხი უჭერს არჩევნებზე მხარს.
„ახლა რაც შეეხება „ტვ პირველზე“ გასულ ნოდარ მელაძის რეპორტაჟს: ეს უნიჭო, შეკვეთილი რეპორტაჟი ჩემს გეგმებზე, მათ შორის პოლიტიკურზეც ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს და არც გამოვეხმაურებოდი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, რომ არა ერთი საინტერესო გარემოება, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს: მიხეილ სააკაშვილის და მისი განაყოფების მთავარი ამოცანაა დაიხატოს ისეთი მოდელირებული რეალობა, რომელშიც თითქოს „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ე.წ მოსყიდული ხალხი უჭერს არჩევნებზე მხარს, სწორედ ამიტომ ვაკეთებ რამდენიმე მარტივ განმარტებას: თუ, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ გაკეთებულ უამრავ საქველმოქმედო საქმეებს განვიხილავთ, მათ შორის ჩემი მშობლიური უნივერსიტეტის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ნგრევისაგან გადარჩენას, ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებას, მეცნიერებზე და მეცნიერებაზე ზრუნვას, ცხადია მეც და ჩემი ახლობლებიც მისგან უზომოდ დავალებულები ვართ; ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ჩემი, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის „დაქირავების“ საჭიროება არ გააჩნია“, - წერს მეტრეველი.
ნიკოლოზ მეტრეველი ასევე, აღნიშნავს, რომ სააკაშვილის დაჯგუფებას და მის განაყოფებს ოქტომბერში კიდევ ერთხელ უხელფასოდაც მივანგრევთ.
„ყოველთვის პირდაპირ და მათ შორის „ტვ პირველის" გადაცემებიდან ვაფიქსირებდი და სულ გავიმეორებ - „ხახვის“, „ზეთის“ და „კარტოფილის“ გარეშე ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ, რომ „გვამების“ მოყვარული ხალხი არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში! სამწუხაროდ, ამ მარტივ ჭეშმარიტებას ვერც სააკაშვილი და ვერც მოსყიდული ჟურნალისტები ვერასდროს გაიგებთ. ერთი კი ნამდვილად საწყენია, “ტვ პირველს” რომელსაც ყოველთვის თავისი სტილი ჰქონდა ნოდარ მელაძის (რომელიც მხარეა და არა ჟურნალისტი) მისვლა რომ დაეტყო. P.S ესეც მრავალჯერ მითქვამს - (ტვ პირველშიც) სააკაშვილის დაჯგუფებას და მის განაყოფებს ოქტომბერში კიდევ ერთხელ უხელფასოდაც მივანგრევთ“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.