1-06-2020
მინეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი ხალხის მასაში შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი აქციის მონაწილეებმა მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის პოლიციამ უკვე დააკავა.
ინციდენტის შედეგად აქციის მონაწილეები არ დაშავებულან.