გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ქუმსიშვილი: ისრაელთან ხუთი წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდაზე შევთანხმდით

26-03-2018

ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ორმხრივი კავშირების განვითარების ძირითადი მიმართულებები.
მხარეები საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე შეთანხმდნენ.


„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან. ჩვენ შევთანხმდით მრავალი მიმართულებით ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე. შევთანხმდით, რომ ხუთი წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ამასთან, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თავისი კოლეგა ელი კოენი საქართველოში მოიპატიჟა.


ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრი საქართველოს სავარაუდოდ, 10 მაისს ეწვევა, როდესაც საქართველო-ისრაელის ერთობლივი საწარმო გაიხსნება.


„მოხარული ვიქნები, თუ ჩემი კოლეგა 10 მაისს გვესტუმრება, როდესაც გავხსნით ერთობლივ საწარმოს. ასევე გაიმართება ბიზნესფორუმი, რომ მაქსიმალურად შევძლოთ კერძო სექტორის დაახლოება და იმ ინტერესის მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ჩვენი ორი ქვეყნის კერძო სექტორს გააჩნია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელობას და იმ გამოცდილების გაზიარებას, რაც ისრაელს ამ მიმართულებით გააჩნია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930