1-06-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ვაჟა ფშაველას გამზირის,ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ქვემო ლისის, მარიჯანის, ზარწემის, ახოსპირელის ქუჩის (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბანძელაძის და თვალჭრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან13 საათამდე ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის „ა“მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ქერჩის, ქუჩის ფერმწერთა, ავთო ვარაზის და ნინო ზაალიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
ქსელში გადართვების გამო კი, 10 საათიდან 11 საათამდე ელექტროენერგიას სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ),დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას დაიუნკერ მიხეილ იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.