გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

1-06-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა.

"ზაფხულის დასაწყისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ზაფხული ხომ სიყვარულითა და სითბოთია სავსე, ისევე როგორც ბავშვები, რომლებიც სამყაროში სიკეთესა და სისპეტაკეს განასახიერებენ. ჩვენი, ყველას მოვალეობაა მათ უსაფრთხო გარემო შევუქმნათ, სწორი ღირებულებებით აღვზარდოთ, რათა მომავალში ახალმა თაობამ საქართველოს არაერთი წარმატება მოუტანოს.

წელს ამ დღეს კორონავირუსის პანდემიის გამო დიდი ღონისძიებების გარეშე აღვნიშნავთ, ვალდებულები ვართ ყველა რეკომენდაცია ზედიწევნით შევასრულოთ, რათა საფრთხე არ შევუქმნათ ჩვენსა და ჩვენი პატარების ჯანმრთელობას.

ბოლნისის მუნიციპალიტეტს ნათლად აქვს გააზრებული მისი პასუხისმგებლომა მომავალი თაობის აღზრდის პროცესში. ამიტომ ჩვენ, ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, პატარების განვითარებისთვის შესაბამისი პირობები შექმნის მიზნით, არაერთ სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამას ვახორციელებთ.

მსურს, თოთოეულ პატარს ნათელი მომავალი ვუსურვო. მშობლებს კი მოვუწოდებ არასდროს დაგვევიწყებინოს, რომ ბავშვები სრულფასოვანი პიროვნებები არიან, ამიტომ მათ პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, სიყვარული და სითბო არ მოვაკლოთ.

ვისურვებდი, საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, ყველა ბავშვს უზრუნველად ეცხოვროს. ბავშვობის პერიოდი სამყაროს შეცნობასა და საინტერესო იდეების განხორციელებაში გაეტარებინოთ. ჩვენი პატარები ამ ქვეყნად ყოველივე საუკეთესოს უდავოდ იმსახურებენ"-განაცხადა მერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930