გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედაქალაქის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

26-03-2018

თბილისის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.


კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელ დიღმის, საბანკო დასახლების, წერეთლის გამზირის, მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, კოჯრის ახლი გზატკეცილის (ნაწილობრივ), ამაღლების, ნიშნიანიძის, მუსხელიშვილის, ასათიანის, ნინუას, ზესტაფონის, დადიანის, ცისარტყელას, გუჯარეთის, ჯორჯ ბუშის, პაპიაშვილის, დოესის, ზურაბაშვილის, ძევერის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის და გოძიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


10 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, V კვარტლების და თავხელიძის ქუჩის, 11 საათიდან 15 საათამდე სამგორის ქუჩის (ნაწილობრივ), 10 საათიდან 17 საათამდე გურამიშვილის გამზირის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, მანჯგალაძის და ფეიქართა ქუჩების, 11 საათიდან 14 საათამდე ცოტნე დადიანის, ჩაქვის, ნიკო მარის, ხევსურეთის, წიკლაურის, მანჯგალაძის, ჯანელიძის და სააკაძის ქუჩების, 11 საათიდან 15 საათამდე ჭედიას, შუშის, წყალსადენის და ლაზოს ქუჩების, 11 საათიდან 17 საათამდე მებაღეობის, ქიზიყის და ენუქიძის ქუჩების, ხოლო 12 საათიდან 16 საათამდე აღმაშენებლის გამზირის და მარჯანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031