გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ამაყები ვართ, რომ ქართველი მეზღვაურები ცნობილი არიან მსოფლიოში, როგორც ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები

1-06-2020


საქართველოს საზღვაო აკადემიას თანამედროვე სტანდარტების საწვრთნელი აუზი ექნება, რომლის სამშენებლო სამუშაოებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გაეცნო. საწვრთნელი აუზი სტუდენტებსა და მეზღვაურებს საშუალებას მისცემს სავალდებულო პრაქტიკული წვრთნები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად გაიარონ. აუზის მშენებლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ნათია თურნავასთან ერთად, სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და საზღვაო აკადემიაში საგანმანათლებლო პროცესს გაეცნენ აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი.

„მეზღვაურის პროფესია მამაცი ადამიანების პროფესიაა. მეზღვაურებს უწევთ ბევრ გამოწვევასთან გამკლავება და ამაყები ვართ, რომ ქართველი მეზღვაურები ცნობილი არიან მსოფლიოში, როგორც ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. იმისთვის, რომ მეზღვაურთა კვალიფიკაცია უფრო მეტად ავამაღლოთ, საზღვაო აკადემიაში სპეციალური საწვთნელი აუზი აშენდება, სადაც ჩვენი აკადემიის კურსანტები წვრთნებს გაივლიან და დაეუფლებიან ცოდნას, რაც დაკავშირებულია გადარჩენის ოპერაციებთან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ აკადემიაში სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

ამ ეტაპზე საქართველოს საზღვაო აკადემიაში საზღვაო განათლებას 2000-ზე მეტი სტუდენტი იღებს. მინისტრის განცხადებით, მზარდი რაოდენობის პარალელურად, აუცილებელია ქართველი მეზღვაურები კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი იყვნენ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე, ამიტომ მათი წვრთნაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.
მრავალფუნქციური აუზი სრულიად კომფორტული და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული იქნება. სხვა ფუნქციებთან ერთად, აღჭურვილი იქნება ამინდის მოდელირების შესაძლებლობით. კურსანტები წვრთნებს უმაღლეს დონეზე, რეალურთან მიახლოებულ პირობებში გაივლიან, მაგალითად: შტორმის დროს სამაშველო კანჯოთი და ტივტივათი მანევრირება, გემიდან წყალში ჩავარდნილი ადამიანის გადარჩენა და სხვ. აუზის მშენებლობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 1 496 319 ლარს შეადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930