1-06-2020
ჩვენ იძულებული ვართ, რომ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი უკან დაბრუნების, ეკონომიკის შემდგომი ან ხელახალი დახურვის და გადაკეტვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, მთავრობას გააზრებული აქვს ის სოციალური დახმარება, რომელსაც უწევს მოქალაქეებს, რომელთაც შემოსავალი დაკარგეს.
"ეს სოციალური დახმარება არ არის საკმარისი, ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეკონომიკა გავხსნათ და ადამიანებს მივცეთ საშუალება აღიდგინონ ის შემოსავალი, რომელიც მათ ჩოცვიდ-19-მდე ჰქონდათ, შემოსავალი რომელიც მათ უნდა მიიტანონ ოჯახში და დაიბრუნონ ცხოვრების ის დონე, რომელიც ჰქონდათ წლის დასაწყისში. ეს არის ჩვენი ერთმანეთისადმი ვალდებულება. ამიტომ ის გეგმები, რომელიც მთავრობას გააჩნია, ეკონომიკის გახსნის, ტურიზმის გახსნის, ყველაფერი იქნება გაკეთებული უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად. სხვანაირად ჩვენ რისკის ქვეშ, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ვერ და არ დავაყენებთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.