გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველმა სტუდენტებმა მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში 90 ქართველი სამხედრო ტყვის შესახებ ინფორმაცია აღმოაჩინეს

26-03-2018

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში „ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის“ პროექტის, „მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეების“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პოლიტიკური თანამდებობის პირები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებიდა იმ დაღუპული სამხედრო ტყვეების შთამომავლები ესწრებოდნენ, რომელთა მოძიებაც სტუდენტებმა შეძლეს. პრეზენტაციას ესწრებოდა, ასევე, ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო.


ავსტრიაში მცხოვრება ქართველმა სტუდენტებმა მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში 90 ქართველი სამხედრო ტყვე აღმოაჩინეს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უგზო- უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ. ამჟამად სტუდენტები დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახის წევრებსა და შთამომავლებს ეძებენ, მათ 90 დაღუპული ჯარისკაციდან მხოლოდ 21-ის შთამომავლების მოძიება შეძლეს.


„ეს გახლავთ პირველი კვლევა, რომელმაც რეალურად აღმოაჩნია 90 ქართველი ჯარისკაცის კვალი ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და განსაკუთრებით მძიმე პირობების საკონცენტრაციო ბანაკში. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელებას, ასევე, თანამშრომლობას მედიასთან, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ღირებულებებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები“, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.მან მადლობა გადაუხადა როგორც კვლევის ავტორებს, მარიკა ბექაურსა და სალომე სალაძეს, ასევე ტ/კ იმედის გადაცემის - „იმედის კვირის“ შემოქმედებით ჯგუფს იმ დახმარებისთვის, რომელიც კვლევის ხელშეწყობის მიზნით განახორციელა. მარიამ ჯაშმა „იმედის კვირის“ შემოქმედებით ჯფუფს კომიტეტის სახელით მადლობის სიგელი გადასცა.


სალომე სალაძის ინფორმაციით, მაუთჰაუზენის ბანაკი ავსტრიის ტერიტორიაზე არსებული მთავარი საკონცენტრაციო ბანაკი იყო და მიეკუთვნებოდა მესამე, განსაკუთრებით მძიმე პირობების მქონე ბანაკთა რიცხვს.


“1938- 1945 წლების მანძილზე აქ დაახლოებით 190 000 ადამიანი იმყოფებოდა ტყვეობაში, მათგან დაახლოებით90 000 ბანაკის მკაცრ რეჟიმს შეეწირა. ბანაკში ათეულობით ქვეყანას ნაციონალ-სოციალისტურ რეჟიმს შეწირული თავიანთი მოქალაქეების სახელზე სიმბოლური დაფა აქვს აღმართული, რომელსაც 2018 წლის 17 თებერვალს ქართველი ტყვეების მემორიალური დაფაც შეემატა”, -განაცხადა სალომე სალაძემ.


პარლამენტის წევრებმა ახალგაზრდა მკვლევარებს მხარდაჭერისა და გვერდით დგომისათვის მზაობა განუცხადეს.


ავსტრიის ელჩის, არად ბენკოს განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი კვლევა, რომლითაც წარსულის უკეთ გაცნობა იქნება შესაძლებელი.
“ცხადია, უნდა ვიცოდეთ წარსული. ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი იმასაც, თუ წარსულის რაღაც ეტაპები არ არის საამაყო. ამგვარი პროექტების კეთება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამისათვის. ჩვენ ამით თუთო ნაბიჯს მაინც გადავდგამთ საზოგადოების გაჯანსაღებისკენ და უკეთესი მომავლისკენ“, - განაცხადა ავსტრიის ელჩმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031