გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოსა და ისრაელს შორის IT მიმართულებით ერთობლივი საწარმოების შექმნა იგეგმება

26-03-2018

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ექსპორტის ინსტიტუტში კერძო სექტორთან შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისრაელის კომპანიებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი გააცნო.


პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილი განცხადებით, შეხვედრაზე ისრაელის კომპანიებს ქართულმა მხარემ ასევე გააცნო საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან.


„ისრაელის კომპანიებს შევთავაზეთ საქართველო, როგორც პლატფორმა საწარმოების გახსნისთვის და შემდგომში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანაიმ ქვეყნებში, ვისთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ინოვაციურ ეკოსისტემას, რომელიც საქართველოში იქმნება.


„ამ მხრივ გვჭირდება ისრაელის გამოცდილება, რომელიც მსოფლიოში ინოვაციების მხარდამჭერი და წამყვანი ინოვაციური ქვეყანაა. ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო იქნება თანამშრომლობა, ვინაიდან ახალგაზრდებს შევთავაზებთ სპეციალურ სასწავლო კურსებს. ასევე შეიქმნება რამდენიმე ერთობლივი საწარმო, რომლებიც IT მიმართულებით იმუშავებენ“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ამასთან, ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტში ისრაელის კომპანიებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო კიბერუსაფრთხოების მიმართულებას.


ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტი ხელს უწყობს ისრაელის კომპანიებს საერთაშორისო ბიზნესის კეთებაში, მათ შორის სტრატეგიების შემუშავებაში, თუ როგორცშეიქმნას ერთობლივი კომპანიები და როგორ მოხდეს იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომელსაც პარტნიორი ქვეყნები ისრაელს სთავაზობენ.

შეხვედრა ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის ხელშეწყობით შედგა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930