გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ხოვლეს საჯარო სკოლის მშენებლობა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ დაათვალიერა

2-06-2020

სოფელ ხოვლეს  საჯარო სკოლის მეორე ფლიგელის მშენებლობა,  კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერა. 


შენობა  300 მოსწავლეზეა გათვლილი  და თანამედროვე სტანდარტების დაცვით შენდება. არსებული სკოლის შენობას დაემატება 12 საკლასო ოთახი, კლასკაბინეტები, დახურული სპორტული დარბაზი და  ღია მინი  სპორტული მოედანი, ცენტრალური გათბობა, ლიფტი, ასევე შემოიღობება და კეთილმოეწყობა სკოლის ტერიტორია.


საკლასო ოთახების უკმარისობის გამო სკოლაში სწავლება დღემდე ორ ცვლაში მიმდინარეობს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოსწავლეები ერთ ცვლაში ისწავლიან.


"სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულია. ახალი სკოლების მშენებლობა სოფელ კოდისწყაროში,  წინარეხსა და ქვემო გომშიც მიმდინარეობს.  ხოვლეს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებს  სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს. მშენებლობაზე 3 030 000 ლარი იხარჯება", - აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930